სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

25 იანვარს ქუთაისში თოვლი და +5 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +1 გრადუსი იქნება. ოზურგეთში ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსი იქნება, მოთოვს, ღამით კი +3 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, იწვიმებს, ღამით კი +4 გრადუსი დაფიქსირდება.

წვიმაა მოსალოდნელი ფოთშიც. დღისით +7 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +3 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით +6 გრადუსი იქნება, ღამით კი 0 გრადუსია ნავარაუდევი. მოსალოდნელია თოვლი. სოხუმშიც თოვლია ნავარაუდები. ჰაერის ტემპერატურა დღისით +5 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +3 გრადუსი იქნება.

მესტიაში თოვლი და -3 გრადუსია მოსალოდნელი დღღსით, ღამით კი -10 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც თოვლია მოსალოდნელი, ჰაერის ტემპერატურა დღისით +2 გრადუსამდე დაეცემა, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება.

ჭიათურაში თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. ახალციხეში დღისით 0 გრადუსია მოსალოდნელი, მოსალოდნელია თოვლი, ღამის განმავლობაში კი ჰაერის ტემპერატურა -8 გრადუსამდე დაიწევს.

+3 გრადუსი და თოვლია მოსალოდნელი ბორჯომში, ღამის განმავლობაში -5 გრადუსი დაფიქსირდება. თოვლს პროგნოზირებენ ბაკურიანში, სადაც დღისით -3 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი -9 გრადუსი იქნება.

გორში თოვლი და +3 გრადუსია მოსალოდნელი, ღამის განმავლობაში -3 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერი +3 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -4 გრადუსი იქნება. მოსალოდნელია თოვლი.

გუდაურში მოთოვს. დღისით -2 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა -10 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით ჰაერი -4 გრადუსამდე გაეცემა, მოსალოდნელია თოვლი. ღამით კი -9 გრადუსი დაფიქსირდება.

ლაგოდეხში მზიან დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +8 გრადუსი იქნება, ღამით კი -2 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღის განმავლობაში +6 გრადუსი დაფიქსირდება, იწვიმებს, ღამით კი -2 გრადუსია მოსალოდნელი.

მზიანი დღეა მოსალოდნელი გურჯაანშიც, სადაც დღისით ჰაერი +8 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი იქნება დღე სიღნაღშიც. დღისით +7 გრადუსია მოსალოდნელი სიღნაღში, ღამით კი -2 გრადუსი იქნება.

რუსთავში უმეტესად მზიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +7 გრადუსამდე გათბება, ღამით კი -1 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღეა მოსალოდნელი თბილისში, ჰაერის ტემპერატურა დღისით +7 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი 0 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100