სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყვარელში, ახალსოფლის ტყეში ხანძარია

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის ტყეში ხანძარია. ადგილზე სახანძრო სამაშველო ბრიგადები მუშაობენ. ამ წუთებში სამაშველო ბრიგადების დასახმარებლად კი ხანძრის კერისკენ ადგილობრივები მიდიან. სოფელში მერის წარმომადგენლის, მალხაზ მარტიაშვილის თქმით, ხანძრის მასშტაბის შესახებ საუბარს მხოლოდ ადგილზე მისვლისა და სიტუაციის შეფასების შემდეგ შეძლებენ. ცნობისთვის, ტყეში გაჩენილი ცეცხლი ადგილობრივმა მოსახლეობამ რადენიმე საათის წინ შენიშნა და 112-ს შეატყობინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100