სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჯარისკაცის ბურუსით მოცული გარდაცვალება - ოჯახი გამოძიების ვერსიას არ ენდობა

რა ვითარებაში გარდაიცვალა 45 წლის სამხედრო შალვა ტაბატაძე ამ დრომდე უცნობია - ოჯახი გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ენდობა და კითხვები აქვს.

ოჯახს არ სჯერა, რომ სამხედროს გარდაცვალების მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევაა.

"სახლში მეგობრები ჰყავდა, სუფრაზე იყვნენ და მერე დაიშალნენ. გაეპარათ ღამე გვიან, 11:00 საათზე და ამათ ეგონათ, რომ დაიძინა. ამბობენ, რომ დარტყმის დროს კარები გაიღო და გადმოვარდა. უკნიდან დაეჯახა ვიღაცის მანქანა, როგორც ვიცი. ის მანქანა გაჩერდა და პატრულში დარეკა. [...] ფაქტია, რომ სულ ნაკერები აქვს. სახე აქვს საკმაოდ დალურჯებული", - ამბობს გარდაცვლილის ოჯახის წევრი.

ცნობისთვის, შეიარაღებული ძალების ოფიცერი სოფელ ორთაშენში, ავტომაგისტრალის ხიდის ქვეშ გუშინ იპოვეს. გარდაცვლილის ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას ელოდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100