სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლაგოდეხში საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა შეაგდეს

აფეთქება ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში - საცხოვრებელი სახლის ეზოში ხელყუმბარა შეაგდეს.

სოფელ კაბალში ბიზნესმენ ჯემალ ნიაზოვის საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა, გამთენიისას ხელყუმბარა შეაგდეს.

ხელყუმბარა აფეთქდა, თუმცა სახლში მყოფი ნიაზოვი და მისი მეუღლე არ დაშავებულან.

ჯემალ ნიაზოვი ამ წუთებში, ლაგოდეხის პოლიციის სამმართველოში გამოკითხვაზე იმყოფება, შემთხვევის ადგილზე კი, საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

სოფელში ვარაუდობენ, რომ მომხდარი ფაქტი, სოფელ კაბალში მცხოვრებ იმზარ მამედოვსა და ნიაზოვების ოჯახებს შორის არსებულ ბიზნეს დავას უკავშირდება.

2021 წლის 4 ოქტომბერს, ორი ხელყუმბარა იმზარვ მამედოვის საცხოვრებელ სახლში შეაგდეს, რისთვისაც ჯემალ ნიაზოვის ვაჟზე, ამილ ნიაზოვზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა გამოაცხადა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100