სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოლექტორში ჩავარდნილი წლინახევრის ბავშვი წყალმა წაიღო

რუსეთის ქალაქ ბრიანსკის ცენტრში დედა და წლინახევრის შვილი კოლექტორში ჩავარდნენ.

რეგიონის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, წლინახევრის ბავშვი წყლის დინებამ წაიღო.
როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ქალაქის ცენტრში ნაძვისხესა და მფრინავების ძეგლს შორის 2 X 1,5 მეტრის ასფალტი ჩავარდა.

იქვე მყოფმა ადამიანებმა ქალის ამოყვანა შესძლეს, ბავშვი კი წყალმა წაიღო.

ამ დროისთვის მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები, თუმცა ჯერ-ჯერობით რუსული მედიის ინფორმაციით, ბავშვი ნაპოვნი არ არის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100