სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ზარინით" მოწამლული ქართველი მებრძოლები კლინიკაში გადაიყვანეს - მათ ახალი სიმპტომები გამოუვლინდათ

უკრაინაში მოწამლული 6 ქართველი მებრძოლი კლინიკაში გადაიყვანეს. მათ გამოკვლევები დღეს უნდა ჩაუტარდეთ, პასუხები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

ზარინით მოწამლული მებრძოლების მდგომარეობა გუშინ დამძიმდა და მათ ახალი სიმპტომები გამოუვლინდათ.

"ჩაგვიტარეს ძალიან ბევრი გადასხმა ორგანიზმის გასაწმენდად. დილიდან დაიწყება კვლევები და დადგენა რამდენია დარჩენილი ორგანიზმში. გამოვლინდა ახალი სიმპტომები: ნერვული დაბოლოების ანთება, კუნთოვანი ნაწილების ტკივილი, მუხლების, სახსრების, ფილტვებზეც კი რაღაც პრობლემას ვხედავ უკვე. მთელ სხეულს დაუარა, თითქოს", - ამბობს ქართველი მებრძოლი, ნადიმ ხმალაძე.

უკრაინაში მებრძოლი ქართველები 2 აპრილს გოსტომელში ზარინით მოიწამლნენ. 1 თვის შემდეგ კი მათ ახალი სიმპტომები გამოუვლინდათ. გუშინ ჰოსპიტალში, უკრაინელმა ექიმებმა ქართველ სამხედროებს გადასხმები გაუკეთეს. დამატებით მკურნალობას, მათ კვლევის პასუხების შემდეგ ჩაუტარებენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100