სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ახალდაბადებულ ჩვილს ჩვენი დახმარება სჭირდება

გაზეთ „რეზონანსის“ ჟურნალისტმა ლანა ბერიძემ ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განცხადება გაავრცელა:

„მეგობრებო! თქვენი დახმარება მჭირდება! ჩემს მეგობარს შეეძინა შვილი, რომლის სიცოცხლეც საფრთხეშია. მას ჩაუტარდა გულის ოპერაცია და ახლა სჭირდება პირველი ჯგუფის, რეზუს უარყოფითი სისხლი. დღევანდელი დღის მარაგი აქვთ, მაგრამ ხვალ დილის ათ საათამდე თუ ბავშვი სისხლს ვერ მიიღებს, შესაძლოა, დაიღუპოს! თუ ვინმეს შეგიძლიათ დახმარება, გთხოვთ დაგვირეკოთ 5 55 79 76 20 - ამ ნომერზე. წინასწარ დიდი მადლობა!“

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100