სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოში კიდევ ერთი ტელევიზია იხსნება

ქართულ მედიასივრცეს უახლოეს ხანებში კიდევ ერთი ტელევიზია შეემატება.

კომუნიკაციების მარებულირებელი ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებით, საკაბელო ქსელის გამოყენებით კერძო მაუწყებლობის ლიცენზია შპს "ჯი-ემ-სი"-მ მიიღო, რომლის ასპროცენტიანი წილის მფლობელი "რეგიონ-ტვ"-ს გენერალური დირექტორი მამუკა თათოშვილია.

სამაუწყებლო ლიცენზიის სახეობაა "საერთო მაუწყებლობა", გეოგრაფიული ზონა - საქართველო, ხოლო მაუწყებლობის ხანგრძლივობა 24 საათი იქნება.

როგორც "პირWელს" თათოშვლიმა განუცხადა, ტელევიზია მაუწყებლობას უახლოეს მომავალში დაიწყებს.

სხვა დეტალების გახმაურებისგან თათოშვილმა დღეს თავი შეიკავა.

კომუნიკაციების მარებულირებელი ეროვნული კომისიის საიტზე კი მითითებულია, რომ კომპანია მაუწყებლობის დაწყებას ერთი თვის ვადაში გეგმავს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100