სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

8 ივნისს ქუთაისში +29 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით კი +18 გრადუსი იქნება. ოზურგეთშიც იწვიმებს, დღისით +30 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში გამოიდარებს. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმა იქნება ფოთში. დღისით +27 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +19 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდშიც იწვიმებს. დღისით ტემპერატურა +28 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსია ნავარაუდევი. +27 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. წვიმს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +29 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაში წვიმა იქნება. დღისით +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი. ახალციხეშიც წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +29 გრადუსამდე გათბება, ღამე კი ჰაერის ტემპერატურა +12 გრადუსამდე დაიწევს. წვიმაა ნავარაუდები ბორჯომშიც, სადაც დღისით +29, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს. გორშიც ნალექიანი ამინდია, +31 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +30 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი. გუდაურში იწვიმებს. დღისით +16 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +7 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +21, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხშიც წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +31 გრადუსი იქნება, ღამით კი +19 გრადუსი დაფიქსირდება. თელავშიც ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +28 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით +29 გრადუსი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +30 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +17 გრადუსი იქნება. იწვიმებს. რუსთავშიც წვიმიანი დღეა მოსალოდნელი. დღისით +30 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. მოსალოდნელია წვიმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100