სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო

მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა მძიმეა - საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაურკვეველი ვადით გადაიდო.

დაპატიმრებული პრეზიდენტის ადვოკატებმა მოსამართლეს კლინიკიდან ცნობა წარუდგინეს და დაუდასტურეს, რომ საააკშვილს უნდა საზღვრის კვეთის საქმეზე სხდომას დაესწროს, თუმცა ჯანმრთლობა ამის საშუალებას არ აძლევს.

შოთა თუთბერიძის თქმით, არ არის იმის აუცილებლობა, რომ ადამიანს, რომელიც ავადმყოფია, პალატაში შეუვარდე და მის ჯანმრთელობას რისკი შეუქმნა.

ამ სასამართლოს მიზანი თუ არ არის ადამიანის წამება და პოლიტიკური მიზანი თუ არ არის ამ საქმის წრაფად დასრულება და ამას თუ არა ემსახურება სასამართლო პროცესი, არ არის აუცილებლობა იმისა, რომ ადამიანს, რომელიც ავადმყოფია და ძალიან რთულ მედიკამენტოზურ და არა მხოლოდ მედიკამენტოზურ მკურნალობას გადის, შევუვარდეთ პალატაში და მისი მდგომარეობის გაუარესების რისკი შევქმნათ, არავითარი საჭიროება ამისა არ არსებობს. სასამართლომ ჩათვალა, რომ სამკურნალო დაწესებულებიდან გამოგზავნილი ცნობიტ არ ირკვეოდა მიხეილ სააკაშვილს შეუძლია თუ არა ჩვენების მიცემა და ჯეროვანი მონაწილეობის მიღება სასამართლო პროცესში და შესაბამისად გადადო სხდომა“. - თქვა შოთა თუთბერიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100