სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჩემს სახელმწიფოს რა დააბრალე, ბიჭო - პროევროპული კამპანიის ჩასაშლელად ბათუმში "ოცნებამ" აქტივისტები მიაგზავნა

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ ბათუმში - დედაქალაქისა და რეგიონების მსგავსად, "ქართული ოცნების" პარტაქტივი სახალხო მოძრაობის წევრებს ზღვისპირა ქალაქშიც დახვდა.


მმართველი პარტიის მხადრამჭერები ყველანაირად ცდილობდნენ, პროევროპული აქციის ორგანიზატორებს მოსახლეობასთან გასაუბრების საშუალება არ ჰქონოდათ.


მაშინ, როცა სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მაქარაშვილი ბუკლეტს არიგებდა, მას "ოცნების" წარმომადგენლები მიუვარდნენ.


დაპირისპირების ეპიცენტრში იყო, გაბრიელ კამაევი, რომელიც მაქარაშვილს, ირმა გორდელაძეს და სახალხო მოძრაობის სხვა წევრებს დახვდა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.


აღსანიშნავია, რომ კამაევი ბათუმის საკრებულოს აპარატშია დასაქმებული. მისი ფეისბუქიდან დგინდება, რომ ის დეპუტატი დიტო სამხარაძის მხარდამჭერია. მეტიც მას "ოცნების" წევრის ფოტო ე.წ. ქოვერზეც აქვს გამოტანილი.


"საინფორმაციო ბუკლეტების დარიგების დროს, ქართულ ოცნების წარმოამდგენლები მოვარდნენ და გვითხრეს რომ აგრესია აქვთ ჩვენს მიმართ. ომში ჩამთრევები, პროვოკატორები გვეძახეს". - თქვა გიგა მაქარაშვილმა.


გაბრიელ კამაევმა მაქარაშვილს "ზონდერი" უწოდა:


არ მინდა მაი გაზეთი, მომისმინე სამი შვილი მყავს სახლში და შენნაირი ჩემს შვილებს საფრთხეში აგდებს. ჩემს სახელმწიფოს რა დააბრალე, ბიჭო. შენ ზონდერობდი ბიჭო. მოღალატეები ხართ". - უთხრა გიგა მაქარაშვილს ადგილზე მისულმა „ქართული ოცნების“ მხარდამჭერმა.


ცნობისთვის, მოძრაობის "შინ ევროპისკენ" კამპანია რეგიონებში "ქართული ოცნების" მხარდამჭერებისა და პარტაქტივის პროვოკაციების ფონზე მიმდინარეობს. დაპირისპირება იყო ცოტა ხნის წინ თბილისშიც, თსუ-ს "მაღლივ კორპუსში", ასევე ხონსა და სამტრედიაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100