სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

4 ივლისს ქუთაისში +27 გრადუსი და უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. მზიანი ამინდია მოსალოდნელი ოზურგეთშიც, სადაც დღისით +26, ღამით კი +16 გრადუსი დაფიქსირდება. ბათუმში დღისით ჰაერი +27 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +18 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა. ფოთში უნალექო დღეა მოსალოდნელი. დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +18 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში წვიმას ვარაუდობენ, დღისით ტემპერატურა +26 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. +26 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაშიც ნალექიანი დღეა. დღისით +22 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ამბროლაურშიც. ჰაერი დღისით +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც ნალექიანი დღე იქნება. დღისით +24 გრადუსი იქნება, ღამით კი +15 გრადუსი. ახალციხეში წვიმაა მოსალოდნელი. დღისით ჰაერი +26 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +9 გრადუსამდე დაიწევს. უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +24, ღამის განმავლობაში კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. მზიანი დღეა მოსალოდნელი ბაკურიანში, სადაც დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. გორში ნალექიანი ამინდია, +27 გრადუსი იქნება, ღამის განმავლობაში კი +14 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალშიც იწვიმებს. დღისით ჰაერს ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი +13 გრადუსი. იწვიმებს გუდაურშიც. დღისით +15 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +5 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +15, ღამით კი +6 გრადუსი დაფიქსირდება. მოსალოდნელია წვიმა. ლაგოდეხშიც იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +27 გრადუსი იქნება, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში ნალექიანი დღეა ნავარაუდევი, დღისით +26 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +16 გრადუსია ნავარაუდევი. ნალექიანი დღე იქნება გურჯაანშიც, სადაც დღისით +27 გრადუსი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს სიღნაღშიც. დღისით აქ +28 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +16 გრადუსი იქნება. რუსთავშიც წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. დღისით +30 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +29 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +17 გრადუსს პროგნოზირებენ სინოპტიკოსები.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100