სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ტოტალური მოსმენები - სუსს დამოუკიდებელ ტელევიზიებში ჩამწერი მოწყობილობები აქვს დამონტაჟებული

ქვეყანაში ტოტალური მოსმენების ახალი მასშტაბი დადასტურდა - სუს-ი კრიტიკულ მედიას არა მხოლოდ სატელეფონო საუბრის დროს, არამედ ჩამწერი მოწყობილობები დამოუკიდებელ ტელევიზიებში აქვს დამონტაჟებული.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უსმენენ, როგორ გეგმავენ ჟურნალისტები ტელეგადაცემებს და შემდეგ ამ ჩანაწერებს სამთავრობო მედიის საშუალებით ავრცელებენ.

ბიძინა ივანიშვილის ახლო მეგობარმა, მომღერალმა "უცნობმა" სუს-ის ფაილები გაასაჯაროვა, სადაც "მთავარი არხის" წამყვანი გიორგი გაბუნია გადაცემას გეგმავს და პარალელურად "ტვ პირველის" საგამოძიებო ტელეპროექტის შესახებ საუბრობს.

მედიაექსპერტები პირდაპირ ამბობენ, რომ სკანდალური ჩანაწერებით "უცნობმა" ქართული ოცნება ამხილა, რომ ტელევიზიების ნიუსრუმებში მოსასმენი აპარატურა აქვს დამონტაჟებული.

"სამსახური, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე უნდა ზრუნავდეს, ზრუნავს ერთადერთ რაღაცაზე - როგორ შეინარჩუნოს და განიმტკიცოს ძალაუფლება ბიძინა ივანიშვილმა. ამ პროცესში სუს-ი მათ შორის უკანონოდ უსმენს ყველა იმ ადამიანს, რომელთა საქმიანობაც შეიძლება იკვეთებოდეს ბიძინა ივანიშვილის ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ჟურნალისტების თათბირი აქამდე არ გასაჯაროებულა, ანუ ერთი ნაბიჯით "დავწინაურდით". სიახლე არის ისიც, რომ თუ ადრე ამ ჩანაწერების გასავრცელებლად იყენებდნენ გაუგებარ წყაროებს, მაგალითად უკრაინულ "ვიკილიქსს" , ახლა ადგილობრივ წარმომადგენლებს დააწყებინეს უკანონოდ მოპოვებული ჩანაწერების გავრცელება"- აცხადებს "მთავარი არხის" იურისტი, დიტო საძაგლიშვილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100