სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წყალტუბოში მამამ შვილი სანადირო თოფით დაჭრა

წყალტუბოში მამამ შვილი დაჭრა. ოჯახური კონფლიქტის მსხვერპლი ახალგაზრდა ქალია, რომელსაც მამის გასროლილი ტყვია მოხვდა. მამაკაცი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იყო.

ირკვევა, რომ კონფლიქტი მამაკაცს ვაჟიშვილთან მოუვიდა, სროლის სამიზნეც სწორედ ის იყო, თუმცა შემთხვევით ტყვია ქალიშვილს მოხვდა.

მეზობლებს კონფლიქტის მიზეზებზე საუბარი უჭირთ, თუმცა ამბობენ, რომ შემთხვევა ღამის 11-დან 12 საათამდე მოხდა.

ახალგაზრდა ქალი უმძიმესი დაზიანებებით საავადმყოფოშია გადაყვანილი. მისი სიცოცხლის გადარჩენას ახლა ექიმები ცდილობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100