სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნეაპოლში კიდევ აცხობენ პიცას? მხოლოდ ხაჭაპური მინდა ვიხილო" - ხვიჩა კვარაცხელიას დებიუტის შემდეგ იტალიელთა გამოხმაურებები - მარადონას სტადიონს ახალი ვარსკვლავი ჰყავს

ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვის ხვი­ჩა კვა­რა­ცხე­ლი­ას დე­ბი­უ­ტი იტა­ლი­უ­რი სე­რია ა-ს პირ­ვე­ლი­ვე მატჩში წარ­მა­ტე­ბუ­ლი იყო. ხვი­ჩამ გოლი გა­ი­ტა­ნა და გარ­და ამი­სა, სა­გო­ლე გა­და­ცე­მა მი­ით­ვა­ლა. სა­ბო­ლოო ჯამ­ში კი, მის­მა გუნ­დმა "ნა­პო­ლიმ" მო­წი­ნა­აღ­მდე­გე "ვე­რო­ნა" ან­გა­რი­შით 5-2 და­ა­მა­რა­ცხა. მთე­ლი მატ­ჩის გან­მავ­ლო­ბა­ში კვა­რა­ცხე­ლია მო­ე­დან­ზე გა­მორ­ჩე­უ­ლი იყო. ახლა ის არა მხო­ლოდ ქარ­თუ­ლი ფეხ­ბურ­თის არა­მედ იტა­ლი­უ­რი და ევ­რო­პუ­ლი ფეხ­ბურ­თის ვარ­სკვლა­ვია. კვა­რა­ცხე­ლი­ას შე­სა­ხებ წე­რენ პო­პუ­ლა­რუ­ლი გა­მო­ცე­მე­ბი. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში ხვი­ჩას შე­სა­ხებ და­წე­რილ იტა­ლი­ელ გულ­შე­მატ­კი­ვარ­თა კო­მენ­ტა­რებს თუ გა­და­ხე­დავთ, აღ­მო­ა­ჩენთ, რომ ხვი­ჩა უკვე იტა­ლი­ელ­თა საყ­ვა­რე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლიც არის. გან­სა­კუთ­რე­ბით აღ­სა­ნიშ­ნა­ვია "ტვი­ტერ­ში" ერთ-ერთი იტა­ლი­ე­ლის მიერ გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი "ტვი­ტი", რო­მე­ლიც ვირუ­სუ­ლად გავ­რცელ­და და რომ­ლის ავ­ტო­რიც წერს, რომ პი­ცის ნაც­ვლად ნე­ა­პოლ­ში ხა­ჭა­პუ­რის ხილ­ვა სურს. გთა­ვა­ზობთ კა­ვარ­ცხე­ლი­ას შე­სა­ხებ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში იტა­ლი­ელ­თა გა­მოხ­მა­უ­რე­ბებს: "დი­ე­გო არ­მან­დო მა­რა­დო­ნას სტა­დი­ონს ახა­ლი ვარ­სკვლა­ვი ჰყავს." "ხვი­ჩას ყვე­ლა­ფე­რი აქვს, რომ სე­რია ა-ს უდი­დეს ვარ­სკვლა­ვად იქ­ცეს." "ის ასე­თი ნი­ჭი­ე­რია და რო­გო­რი მორ­ცხვი... მას­ში რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლია." "თუ ასე გა­აგ­რძე­ლებს, შვილს ხვი­ჩას და­ვარ­ქმევ" - წე­რენ ნე­ა­პო­ლუ­რი გუნ­დის გულ­შე­მატ­კივ­რე­ბი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100