სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თვით მოსამართლე მურუსიძე გახდა იძულებული დაედგინა, რომ ჩემი დაკავება უკანონო იყო - გიორგი კაპანაძემ სააპელაციოში სასამართლო მოიგო

"ნაციონალური მოძრაობის წევრი" გიორგი კაპანაძე აცხადებს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დავა მოიგო. საქმე ეხება რუსთავის საარჩევნო უბანზე მის დაკავებას.

კაპანაძე წერს, რომ მოსამართლე მურუსიძე იძულებული გახდა დაედგინა, რომ მისი დაკავება უკანონო იყო და სახელმწიფოს მისთვის 500 ლარის უკან დაბრუნება დაავალა.

"თვით მოსამართლე მურუსიძე გახდა იძულებული დაედგინა რომ ჩემი დაკავება იყო უკანონო და დაავალა სახელმწიფოს, უკან დამიბრუნოს ჩემს მიერ გადახდილი ჯარიმა, 500 ლარი, რომელიც რუსთავის სასამართლომ უკანონოდ დამაკისრა.

შესაბამისად, ოფიციალურად დადასტურდა რომ უსამართლოდ გავატარე 2 დღე საგარეჯოს იზოლატორში და ჩემი დაკავება იყო უკანონო. აგერ, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილიც", - წერს გიორგი კაპანაძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100