სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ოკუპანტებმა უკვე დაიწყეს ყირიმიდან გაქცევა, ეს მათთვის სწორი არჩევანია - ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინა დაუბრუნებს თავისუფლებას დროებით ოკუპირებულ ყირიმს და იქ მყოფ უკრაინელებს.

"მე მჯერა, რომ უკრაინის დროშა და თავისუფალი ცხოვრება ისევ ყირიმს დაუბრუნდება. ჩვენ გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს ტერიტორიას, ჩვენს ხალხს. უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, სპეცსამსახურები უკვე დგამენ ამისთვის საჭირო ნაბიჯებს. ყველა ხედავს, რომ დამპყრობლებმა უკვე დაიწყეს ყირიმიდან გაქცევა. ეს არის სწორი არჩევანი ყველა მათგანისთვის. ჩვენ დავუბრუნებთ თავისუფლებას ყირიმს, ჩვენ დავუბრუნებთ თავისუფლებას ყირიმის მოსახლეობას და აუცილებლად ვაქცევთ ყირიმს ერთ-ერთ საუკეთესო, ყველაზე კომფორტულ ადგილად ევროპაში. ყირიმი ამას იმსახურებს". - თქვა ზელენსკიმ.

პრეზიდენტის ინფორმაციით, 5 სექტემბერს არის ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნარიმან ჯელიალოვის ნახევარკუნძულზე დაკავების წლისთავი, რომელიც ჯერ კიდევ ყირიმის საოკუპაციო ხელისუფლების ტყვეობაში იმყოფება.

ყირიმი რუსეთის მიერ 2014 წლის შემდეგაა ოკუპირებული.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100