სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებულის მამამ, თამაზ ხომასურიძემ ფსიქიატრიული დაწესებულება დატოვა

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრულწლოვნის, ზ.ხ.-ს მამამ, თამაზ ხომასურიძემ, ხონის ფსიქიატრიული დაწესებულება ერთწლიანი იძულებითი მკურნალობის შემდეგ დატოვა.

ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რომელიც გასულ წელს გაიცა, თამაზ ხომასურიძე შეურაცხადად იქნა ცნობილი. აღნიშნული დასკვნის საფუძველზე, სახელმწიფო ბრალდებამ სასამართლოს თამაზ ხომასურიძის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის მოთხოვნით მიმართა. აღნიშნულის შემდეგ, ის იძულებით მკურნალობაზე აკადემიკოს ნანეიშვილის სახელობის სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს, რომელიც ხონის რაიონის სოფელ ხუტირში მდებარეობს.

ცნობისთვის, თამაზ ხომასურიძეს ცრუ ჩვენების მიცემას, მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, მუქარასა და სასჯელაღსრულების დაწესებულების რეჟიმის ინსპექტორზე თავდასხმას ედავებოდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100