სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პანიკა აეროპორტებში - რუსეთის მოქალაქეები ქვეყნიდან გარბიან

რეისების რაოდენობა გასამმაგებულია, ავიაკომპანიებმა რეისები დაამატეს. თუმცა, ამის მიუხედავად აეროპორტებში პანიკაა - ოკუპანტი ქვეყნიდან შემოსულების ნაკადს საქართველო ვეღარ იტევს.

მობილიზაციის გამოცხადებისთანავე რუსეთის მოქალაქეებმა ავიაბილეთები დაიტაცეს და ქვეყნიდან გარბიან.

თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის აეროპორტებში მგზავრთა ნაკადი არ წყდება. მათი უმეტესობა საქართველოში ტრანზიტული გზით შემოვიდა.

"ყველა ბილეთი გაყიდულია - ყველა სალაროსთან ეს მესმის. გადაწყვეტილება მივიღე, პუტინის მიერ მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ ქვეყანა დამეტოვებინა. ჩემს სანაცნობო წრეში ყველა ამაზე ნერვიულობს, ყველა განიცდის. ვის გაიწვევენ, ვის არ გაიწვევენ-ჯერ არავინ იცის. ბილეთები ცოტაა, დეფიციტია" - ამბობს საქართველოში ჩამოსული რუსი ვიზიტორი.

,,ტვ პირველის" ინფორმაციით, რუსები ცდილობენ, მათი ახლობელი საქართველოს მოქალაქეების დახმარებით შეიძინონ ბილეთები, თუმცა ბოლო დროს ეს შეუძლებელი ხდება, რადგან ქართულმა ავიაკომპანიებმა მხოლოდ გუშინ რამოდენიმე კვირის ბილეთები წინასწარ გაყიდეს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100