სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მიხეილ სააკაშვილი სიკვდილის პირასაა - თემურ ჯანაშია

მიხეილ სააკაშვილი ფაქტობრივად, ადამიანი აღარ არის, აქვს 38-მდე სიცხე, წნევა 170, საკვებს და წამლებს ვერ იღებს, არის ლოგინში, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილმა უფროსმა, თემურ ჯანაშიამ „ვივამედის“ კლინიკაში, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

ჯანაშიას განცხადებით, „სააკაშვილი სიკვდილის პირასაა“.

„ადამიანს არ შეუძლია კომუნიკაცია, რაღაცები დავილაპარაკეთ ძალიან ცოტა, საუბრის დროს იღლება და არის სიკვდილის პირას, ეს არ არის ნორმალური. მიზეზი, რის გამოც მედიკამენტებს ვერ იღებს, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა. ელოდება ამერიკელ ექიმ კობის“, - აღნიშნა თემურ ჯანაშიამ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100