სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

27 ოქტომბერს ქუთაისში +18 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები ნალექიან დღეს ვარაუდობენ, ღამით +10 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთშიც წვიმიანი დღე იქნება, დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +19 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +12 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიანი დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +18 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +13 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +17 გრადუსს მიაღწევს, ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსია ნავარაუდევი. +17 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +11 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში ნალექიანი დღეა მოსალოდნელი, დღისით +10 გრადუსია, ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც ნალექიან დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +16 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. იწვიმებს ჭიათურაშიც. დღისით +16 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +18 გრადუსამდე გათბება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +3 გრადუსამდე დაიწევს. ნალექიანი დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +17, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +13 გრადუსი და წვიმაა მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება. გორშიც ნალექიანი დღეა მოსალოდნელი. +17 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +16 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი. აქაც იწვიმებს გუდაურში დღისით +10 გრადუსია ნავარაუდევი, მოსალოდნელია ნალექი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +2 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +9 ღამით კი 0 გრადუსი დაფიქსირდება. აქაც იწვიმებს. ლაგოდეხში უნალექო დღეა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +21 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +20 გრადუსი დაფიქსირდება, მოსალოდნელია წვიმა, ღამით კი +8 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +20 გრადუსი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +16 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავში დღისით +20 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +21 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +11 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100