სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"სისხლიანი ხელებით არ უნდა იჯდეს მსოფლიო ლიდერებთან" - უკრაინა ითხოვს პუტინს G20-ის მიწვევა გაუუქმონ

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, გააუქმოს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიწვევა G20-ის სამიტში მონაწილეობის მისაღებად, რომელიც ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე 15-16 ნოემბერს გაიმართება.

"პუტინმა საჯაროდ აღიარა, რომ უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ სარაკეტო დარტყმების ბრძანება გასცა. იდაყვებამდე სისხლიანი ხელებით არ უნდა იჯდეს ერთ მაგიდასთან მსოფლიო ლიდერებთან. პუტინის მოწვევა ბალის სამიტზე უნდა გაუქმდეს და რუსეთი უნდა გაირიცხოს დიდი ოცეულიდან" წერს Twitter-ზე უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი ოლეგ ნიკოლენკო.

უკრაინის ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები არ არის ყველაფერი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია! - აცხადებს პუტინი და ადასტურებს, რომ უკრაინაზე მასირებული დარტყმები პასუხია სევასტოპოლში განვითარებულ ბოლო მოვლენებზე.

ცნობისთვის, შაბათს მოსკოვმა კიევი შავი ზღვის ფლოტზე თავდასხმაში დაადანაშაულა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100