სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

გომელაურის უწყება ახალ სკანდალში ეხვევა - საპატრული პოლიციის თანამშრომელს მუქარაში ადანაშაულებენ

გომელაურის უწყება ახალ სკანდალში ეხვევა - საპატრული პოლიციის თანამშრომელი მუქარაშია დადანაშაულებული. გურამ მიქელაძეს შანტაჟში მისი მეზობელი ადანაშაულებს.

დაკავებულის, ტატო სიმონიშვილების ოჯახი ირწმუნება, რომ პოლიციელსა და მის მეზობელს შორის დაპირისპირება წყლის გამო დაიწყო, რა დროსაც სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცავმა კი განაცხადა, რომ მეზობელი მას ფიზიკურად გაუსწორდა და სასამართლოში იჩივლა.

დაკავებულის ოჯახის წევრები ამბობენ, რომ პოლიციელის მხრიდან ადგილი ჰქონდა ღია მუქარასაც.

გაუგებრიბა წყალთან დაკავშირებით მოხდა, ერთმანეთისთვის ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. მუქარა ნამდვილად იყო: "ახლა ნახეთ, მე თქვენ რას გიზამთ!" იგივე გაიმეორა მაშინაც, როცა სასამართლოში ვიყავით"- აცხადებს დაზარალებულის დედა, მზია წიკლაური.

არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც, პოლიციელ გურამ მიქელაძეს დაზიანებების კვალი არ აღენიშნება, რაც ადვოკატის თქმით, დაკავებულის უდანაშაულობას ადასტურებს.

არსებული ინფორმაციით, ურთიერთგამომრიცხავია პოლიციელის ოჯახის წევრების განცხადებებიც. გამომძიებლებთან მათ თქვეს, რომ ადგილი ფიზუიკურ დაპირისპირებას ჰქონდა, თუმცა სასამართლოზე განაცხადეს, რომ ინცინდენტის საერთოდ არ შესწრებიან.

ამასთან, იმოწემეებმა, რომლებსაც ბრალდების მხარის პოზიცია უნდა დაედასტურებინათ, სასამართლოს ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია მიაწოდეს. ყოველივე ეს გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ ბატონი გურამ მიქელაძე ცდილობს, უდანაშაულო ადამიანი გაუშვას ციხეში მხოლოდ იმის გამო, რომ მას სიტყვიერი კონფლიქტი წარმოეშვა დაზარალებულთან, რომელიც არის პოლიციის თანამშრომელი"- აცხადებს ბექა ჯანელიძე

ექსპერტიზის დასკვნის მიუხედავად, საქმის პროკურორი ამტკიცებს, რომ დაზარალებულად ცნობილმა პირმა ფიზიკური ტკივილი განიცხადა.

დაკავებულის ოჯახის წევრები სიღნღის რაიონული სასამართლოს განაჩენის მოლოდინში არიან. მოსამართლემ უნდა გამოიტანოს განაჩენი, არის თუ არა ტატო სვიმონიშვილი დამნაშავე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100