სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვოლოდიმირ ზელენსკი ხერსონში ჩავიდა

Reuters- ის ინფორმაციით, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელსნსკი ჩავიდა.

ჩვენ წინ მივდივართ. ჩვენ მზად ვართ მშვიდობისთვის, მშვიდობისთვის მთელი ჩვენი ქვეყნისთვის", - მიმართა პრეზიდენტმა ჯარისკაცებს.

შეგახსენებთ, ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ხერსონში ოთხასზე მეტი ომის დანაშაულია აღმოჩენილი. ნაპოვნია სამხედროების და სამოქალაქო პირების ცხედრები. ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინელი სამართალდამცველები ყოველდღიურ რეჟიმში აპატიმრებენ რუს ჯარისკაცებს და დაქირავებულ მებრძოლებს.

ბოლოო მონაცემებით, უკრაინამ კონტროლი 226 დასახლებაზე დაიბრუნა. საოკუპაციო რეჟიმის ტერორისგან ჯამში ასი ათასზე მეტი ადამიანი გათავისუფლდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100