სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისტორია არასოდეს იძლევა შანსს ორჯერ - ოლივერ ვარჰეი კანდიდატის სტატუსზე

მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში, საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა იმისათვის, რომ აჩვენოს, რომ მზად არის გახდეს კანდიდატი ქვეყანა - განცხადება ამის შესახებ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ პრემიერ ღარიბაშვილთან ერთობლივი ბრიფინგის დროს გააკეთა და 12 რეკომენდაციის შესრულების აუცილებლობაზე ისაუბრა:

"მომდევნო კვირების და თვეების განმავლობაში, მოგვიწევს ძალიან ბევრი მუშაობა, საქართველოს მოუწევს დიდი ჯაფის გაწევა იმისათვის, რომ აჩვენოს, რომ მზად არის გახდეს კანდიდატი ქვეყანა, აქვე უნდა გავსვა ხაზი იმას, რომ ეს სურვილი მხოლოდ იმ შემთხვევაში ახდება, თუ მთელი ქვეყანა, მთელი საქართველო და ყველა ქართველი ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, იმუშავებს ამ მიზნისკენ იმიტომ, რომ დარწმუნებული ვარ, რომ ისტორია არასოდეს იძლევა იგივე შანსს ორჯერ. ამიტომ უნდა ვტაცოთ ამ შესაძლებლობას ხელი და გავხადოთ რეალობად. ამის გასაკეთებლად გვჭირდება 12 პრიორიტეტის შესრულება და ამ მიმართულებით კარგი ისტორიის ჩვენება და მახარებს, რომ ვხედავ აქეთ გადადგმულ ნაბიჯებს. ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, შემოთავაზებები მზადდება პარლამენტში და ვხედავ, რომ საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ამ საქმის შესრულებაზე" თქვა ევროკომისარმა პრესკონფერენციისას.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100