პრეზიდენტი: „თუ აკუნინი საქართველოს აგენტია, მაშინ შაშკინი კრემლის აგენტი ყოფილა...“

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, "თუ ბორის აკუნინი საქართველოს აგენტია, იგივე ვარიანტში, დიმიტრი შაშკინი არის კრემლის აგენტი".

"აკუნინი საქართველოს აგენტად იმიტომ გამოაცხადეს, რომ არის ქართველი, გვარად ჩხარტიშვილი, თუმცა თავად მას შეიძლება, ეს არც ახსოვდეს და ამის გამო არც გავამტყუნებთ, რადგან იქ გაიზარდა. იგივე ვარიანტში, დიმიტრი შაშკინი კრემლის აგენტია, რადგან ეთნიკურად, წარმოშობით, შესახედავობით და აქცენტით არის რუსი, მაგრამ შაშკინი საქართველოს ძალიან დიდი პატრიოტია" - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა დღეს რუსთაველებთან შეხვედრისას.

პრეზიდენტმა ეკონომიკაში, ჯანდაცვაში, პოლიტიკასა და განათლებაში მიმდინარე რეფორმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ სფეროებში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.

მისივე თქმით, "გასულ წელს საქართველოს დაახლოებით 7%-იანი ეკონომიკური ზრდა ჰქონდა - ორჯერ მეტი, ვიდრე რუსეთს".

"თუ გვსურს, ამ გარემოში გადავრჩეთ, 2-ჯერ მეტი ზრდა უნდა გვქონდეს, ვიდრე რუსეთს, მიუხედავად იმისა, რომ მათ ნავთობი და გაზი აქვთ" -განაცხადა სააკაშვილმა.

"ადამიანები სხვადასხვა მოსაზრებებით მოქმედებენ. მაგალითად, ჩვენ ყველას გვიყვარს მწერალი აკუნინი. ის ძალიან საინტერესოდ წერს (ყოველ შემთხვევაში - ჩემთვის, მე ხომ რუსეთის ისტორია მიყვარს). ის, რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, ეთნიკური ქართველია. მე მესმის, რომ კავკასიის ცნობილი კრიზისის დროს მას შეეძლო, რუსეთის ქმედებები არ აღექვა. იქ ჩვენი ადამიანების მნიშვნელოვანი რაოდენობა მოკლეს. რა უნდა გაგვეკეთებინა?! და ადამიანები, მათ შორის ეთნიკური ქართველები აქ ცხოვრობენ. დარწმუნებული ვარ, თავად საქართველოში მცხოვრები ქართველების მნიშვნელოვან ნაწილს ჩვენი ქმედებების მოტივი ესმის. რა უნდა გაგვეკეთებინა?! ჩვენ ხომ არ დაგვირღვევია საერთაშორისო სამართლებრივ დოკუმენტებში დაფიქსირებული შეთანხმება?! - ეს ერთი. მეორეც, მე ეჭვიც არ მქონია, რომ ჩვენ ამ მხარეს შევტრიალდებოდით, თუმცა თქვენ იცით, მუდმივად არსებობს აშშ-ის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემასთან დაკავშირებული პრობლემა: ის მუდმივად დღის წესრიგშია", - განაცხადა ორი დღის წინ მედიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე პუტინმა.

კომენტარი