სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

22 ნოემბერს ქუთაისში +25 გრადუსია მოსალოდნელი, სინოპტიკოსები უნალექო დღეს ვარაუდობენ, ღამით +11 გრადუსია მოსალოდნელი. ოზურგეთში მზიანი დღე იქნება, დღისით +24 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +11 გრადუსია ნავარაუდევი. ბათუმშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით ჰაერი +25 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +13 გრადუსი დაფიქსირდება. უნალექო დღე იქნება ფოთში, სადაც დღისით +25 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +12 გრადუსია მოსალოდნელი. ზუგდიდში დღისით ტემპერატურა +20 გრადუსს მიაღწევს, უნალექო დღეა მოსალოდნელი, ღამით კი +12 გრადუსია ნავარაუდევი. +23 გრადუსია მოსალოდნელი დღისით სოხუმში, ღამით +12 გრადუსი დაფიქსირდება. მესტიაში უნალექო დღეა მოსალოდნელი, დღისით +17 გრადუსია, ღამით კი +2 გრადუსი დაფიქსირდება. ამბროლაურშიც უნალექო დღეს ვარაუდობენ სინოპტიკოსები. ჰაერი დღისით +22 გრადუსამდე გათბება, ღამით კი +7 გრადუსი დაფიქსირდება. ჭიათურაშიც გამოიდარებს. დღისით +24 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +7 გრადუსი. ახალციხეში დღისით ჰაერი +20 გრადუსამდე გათბება, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა +4 გრადუსამდე დაიწევს. უნალექო დღეა ნავარაუდევი ბორჯომში, სადაც დღისით +20, ღამის განმავლობაში კი +5 გრადუსი დაფიქსირდება. ბაკურიანში დღისით +18 გრადუსი და უნალექო მოსალოდნელი, ღამით 0 გრადუსი დაფიქსირდება. გორშიც უნალექო დღეა მოსალოდნელი. +22 გრადუსი იქნება დღისით, ღამის განმავლობაში კი +8 გრადუსი დაფიქსირდება. ცხინვალში დღისით ჰაერს ტემპერატურა +21 გრადუსი იქნება, ღამით კი +7 გრადუსი. გუდაურში დღისით +8 გრადუსია ნავარაუდევი, ღამით კი ჰაერის ტემპერატურა 0 გრადუსი იქნება. ომალოში დღისით +10 ღამით კი +1 გრადუსი დაფიქსირდება. ლაგოდეხში უნალექო დღე იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის განმავლობაში +23 გრადუსამდე გათბება, ღამით კი 13 გრადუსი დაფიქსირდება. თელავში დღისით +21 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +9 გრადუსია ნავარაუდევი. გურჯაანშიც უნალექო დღე იქნება. დღისით +22 გრადუსი, ღამით კი +10 გრადუსი დაფიქსირდება. სიღნაღში +21 გრადუსი მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. რუსთავში +23 გრადუსია მოსალოდნელი, ღამით კი +9 გრადუსი დაფიქსირდება. თბილისში უნალექო დღეს ვარაუდობენ. ჰაერის ტემპერატურა დღისით +23 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +10 გრადუსია მოსალოდნელი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100