სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

1 გარდაცვლილი, 2 მძიმედ დაშავებული - ზუგდიდში კაცმა მეზობელი დაწვა

საზარელი ფაქტი ზუგდიდში - 75 წლის კაცმა მეზობელს ბენზინი შეასხა, რის შემდეგადაც აალებადი სითხე თავადაც გადაისხა.

დაშავებული, 60 წლის კაცი ქუთაისის დამწვრობის ცენტრშია მოთავსებული. ექიმები მდგომარობას კრიტიკულად აფასებენ.

75 წლის პენსიონერი კი კლინიკაში გუშინ გარდაიცვალა. საავადმყოფოშია მოთავსებული გარდაცვლილის ძმაც, რომელმაც მეზობლების გაშველების დროს დაზიანებები მიიღო.

გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპულ მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100