ყველაზე პატარა მეზღვაური გოგონა დედამიწის ირგვლივ ცურვას ასრულებს (ვიდეო)

ნიდერლანდელი, 16 წლის ლორა დეკერი, რომელიც ოფიციალურად ითვლება მსოფლიოში ყველაზე პატარა ასაკის მეზღვაურად, დედამიწის ირგვლივ იახტით მოგზაურობას ასრულებს. ეს კარიბის ზღვის ერთ–ერთ კუნძულზე, წმინდა მარტინზე მოხდება.

დედამიწის ირგვლივ მოგზაურობისთვის ლორას ზუსტად წელიწადი დასჭირდა. მან სტარტი 2011 წლის 20 იანვარს აიღო. სწორედ ვოიაჟის დროს შეუსრულდა მას 16 წელი.

იმის მიუხედავად, რომ ლორა დეკერი ყველა მონაცემების მიხედვით იმსახურებს გინესის წიგნში მოხვედრას, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ იგი მსოფლიო რეკორდსმენთა შორის ვერ მოხვდება. ამის მიზეზად ის დაასახელეს, რომ არ სურთ, არასრულწლოვან მოზარდებში ისეთივე საქციელის გამომწვევები გახდნენ, როგორიც ჩაიდინა ლორამ, როცა დედამიწის გარშემო მოგზაურობა სრულიად მარტომ გადაწყვიტა.

წინა რეკორდი კი ავსტრალიელ ჯესიკა უოტსონს ეკუთვნის – მას დედამიწის გარშემო მოგზაურობის დროს 17 წელი შეუსრულდა.

კომენტარი