სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პოლიტიკური ანგარიშსწორება - ჯაფარიძის თქმით, მისი მეუღლე სამსახურიდან მისივე პოლიტიკური აქტიურობის გამო გაუშვეს

პოლიტიკური ანგარიშსწორება ზურა ჯაფარიძის ოჯახზე. პარტია “გირჩის” ლიდერი ამბობს, რომ მისი მეუღლე სამსახურიდან მისივე პოლიტიკური აქტიურობის გამო გაუშვეს.

ჯაფარიძის ცოლი საგარეო საქმეთა სამინსიტროში წლების განმავლობაში მუშაობდა, თუმცა ნატა ქორიძე მოულოდნელად უთხრეს, რომ გათავისუფლებული იყო.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ზურა ჯაფარიძის ოჯახის წევრი პოლიტიკური ნიშნით იდევნება. ცოტა ხნის წინ პოლიტიკოსის ძმაც ანალოგიური მოტივით გაანთავისუფლეს სამსახურიდან.

"ჩემი აზრით, მოტივები ცალსახად არის პოლიტიკური. აქამდე ვერ მოახერხეს, რადგან 3 წლამდე ბავშვი თუ გყავს სამსახურიდან ვერ გიშვებენ. მერე პანდემია იყო ერთი წელი და როგორც კი მიეცათ შესაძლებლობა, გაუშვეს. ჩემი ცოლი არ არის პირველი, მანამდე ჩემი ძა გამოუშვეს საგარეოდან". - ამბობს ზურა ჯაფარიძე.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100