სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-ში მთვარის კალენდრით ახალი წლის აღსანიშნავი ღონისძიება შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლი გახსნა - დაღუპულია 10 ადამიანი

აშშ-ში, კალიფორნიაში სროლის შედეგად სულ მცირე 10 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს. გამოცემის ინფორმაციით, ინციდენტი ლოს-ანჯელესის მახლობლად, ქალაქ მონტერეი პარკში მოხდა, სადაც მთვარის კალენდრით ახალი წლის აღსანიშნავი ღონისძიება იმართებოდა. ადგილობრივი დროით 22:20 წუთზე შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლი გახსნა. მან დანაშაულის ადგილიდან გაქცევა მოხერხა. დაჭრილია 10 ადამიანი, ზოგი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია. პოლიციის ინფორმაციით, ბოროტმოქმედი ამ დრომდე არ დაუკავებიათ. უცნობია მისი ვინაობა და მოტივიც.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100