სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პატრიარქის გადაყენებას ვერავინ მოესწრება - მეუფე ნიკოლოზი

მეუფე ნიკოლოზი ამბობს, რომ "პატრიარქის გადაყენებას ვერავინ მოესწრება" - ამით კუმურდუსა და კარის მიტროპოლიტი მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

მაღალმა იერარქმა თქვა, რომ პატრიარქი შეუძლოდ ნამდვილად გახდა, მას უფლებამოსილება სხდომის ჩატარების შესახებ არავისთვის ჰქონდა გადაბარებული და შესაბამისდ სხვა ვერავინ ჩაატარებდა.

მოიკრიბა ძალა და შემდეგ ჩატარდა. არასოდეს არ დადგება დღის წესრიგში ეგ საკითხი და აზრადაც არ მოსვლია ვინმეს თავში, (პატრიარქის გადაყენება) რაღაცა მსგავსი რომ ეთქვა, ვერ მოესწრება ვერავინ ამას, პატრიარქი იქნება დიდხანს და თუ რაღაცა არასწორად ვიტყვი მერე მომკითხეთ" - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

ამასთან, როგორც ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მეუფე ნიკოლოზმა სხდომის დასრულების შემდეგ თქვა, სხდომაზე 3 საკითხი განიხილეს.

"საკამათო არაფერი არ იყო"- უთხრა მან მედიას.

სულ რაღაც 3 საკითხი იყო, ძალიან მშვიდობიანად ჩაიარა სინოდის სხდომამ, საერთოდ ბევრს ვკამათობთ ხოლმე, მეც მათ შორის, ამჯერად არაფერი საკამათო არ იყო. პირველი, მივულოცეთ პატრიარქს დაბადებიდან 90 და პატრიარქობის 45 წლის იუბილე, ეს მთელმა სინოდმა მიულოცა. ერთ-ერთი საკითხი იყო, რომ სამძიმრის წერილი გავაგზავნეთ თურქეთის სახელმწიფოში, მაგრამ პირველ რიგში, კონსტანტინოპოლისა და ანტიოქიის პატრიარქს სირიაში, სადაც მოხდა ეს საშინელი ტრაგედია. დანარჩენი ყოფითი საკითხები იყო", - დასძინა მეუფე ნიკოლოზმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100