სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კამპანია მალე ესებუამდეც მივა - კობახიძე გვარამიას თავისუფლების მოძრაობას თავს ესხმის

ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობის დაფუძნებიდან რამდენიმე საათში "ქართულმა ოცნებამ" თავდასხმების ახალი სერია დაიწყო.

წინა ხაზზე ირაკლი კობახიძე გამოვიდა. უკანონოდ დაპატიმრებული მედია მენეჯერის უფლებებისთვის მებრძოლთა ახალი გაერთიანება მმართველი პარტიის თავმჯდომარისთვის კრიმინალების მფარველობას და სირცხვილს ნიშნავს.

კობახიძემ ნიკა გვარამაისა და ბადრი ესებუას შორის დღეს ლამის ტოლობის ნიშანი დასვა.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ეს კამპანია მალე მივა ესებუამდეც. ისეთი ტემპებით მიდან კიმინალების დაცვის მიმართულებით, რომ ბოლოს პოლიტიკურ კამპანაის წამოიწყებენ ბადრი ესებუას გასათავისუფლებლად. სირცხვილია ეს ყველაფერი,. სასჯელი უნდა იქნას აღსრულებული", - ამბობს ირაკლი კობახიძე.

ნიკა გვარამიას თავისუფლების მოძრაობა დაფუძნებულია. "მთავარი არხის" დაპატიმრებული გენერალური დირექტორის მეგობრებმა და მხარდამჭერებმა ახალ მოძრაობას საფუძველი რუსთავში იმ საპატიმროსთან ჩაუყარეს, სადაც სასჯელს ნიკა გვარამია იხდის.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100