სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვიცით რატომ იცვალა ზურაბიშვილმა ფერი, თუმცა არ ვამბობთ, რადგან ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს - კობახიძე

სალომე ზურაბიშვილის განცხადების შემდეგ, რომ "ხელისუფლებამ ნელნელა დაიწყო ფერისცვალება", მმართველი პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ პრეზიდენტმა ფერი თავად იცვალა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, მან ის მიზეზებიც იცის, მაგრამ ამის შესახებ კომენტარს არ გააკეთებს, რადგან პრეზიდენტს მისივე შეფასებით, ჯერ კიდე არ გადაუკვეთავს "წითელი ხაზები".

"ჩვენ გვაქვს დეტალური ინფორმაცია, თუ რატომ იცვალა მან [ზურაბიშვილმა] ფერი, თუმცა მოვერიდებით ამ დეტალებზე საუბარს. მათ შორის იმის გამო, რომ სალომე ზურაბიშვილს ჯერ წითელი ხაზები არ გადაუკვეთავს",- თქვა კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ კობახიძეს არ გაუცია პასუხი ჟურნალისების კითხვაზე - გულისხმობს თუ არა პოლიტპატიმრების შეწყალებას კობახიძე "წითელი ხაზების გადაკვეთაში".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100