სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი "ინტერპრესნიუსს" კომენტარის ინტერპრეტაციაში ადანაშაულებს

ვენეციის კომისიის ხელმძღვანელი თომას მარკერტი პარტიების დაფინანსების წესთან დაკავშირებულ კანონპროექტთან დაკაშირებით, პოზიციას კიდევ ერთხელ აფიქსირებს და აცხადებს, რომ მან სიტყვა"შეზღუდვა" სხკა კონტექსტში გამოიყენა.

”მართალია, მე გამოვიყენე სიტყვა შეზღუდვა ფინანსურ სფეროში. რაც შეეხება შეზღუდვებს ფინანსურ სფეროში, ის შეიძლება იყოს როგორც პოზიტიური, ისევე ნეგატიური. რა თქმა უნდა, თუ ვიგულისხმებთ პოლიტიკური პარტიების შეზღუდვას, ეს ნეგატიურია, მაგრამ პოლიტიკური პარტიების დაფინანსების შეზღუდვა შეიძლება იყოს დადებითი, ის ასევე შეიძლება იყოს გადამეტებული, მაგრამ მოდით დავაზუსტოთ, რომ სიტყვას "შეზღუდვა", მე ასევე დავამატე (26 იანვრის ინტერვიუს დროს) წინადადება, რომ ეს შეიძლება იყოს როგორც კარგი, ასევე ცუდი. ასე რომ, ეს სიტყვა "შეზღუდვა" - არ უნდა იქნას გაგებული, როგორც ნეგატიური”, - აცხადებს თომას მარკერტი.

ვენეციის კომისიის ხელმძღვანელს არ მიაჩნია საჭიროდ კომისიის მიერ ამ კანონის ხელახალი გადახედვა, რადგან ის უკვე დამტკიცებულია პარლამენტის მიერ.

"მე მიმაჩნია ეს ნორმალურად, რადგან პარლამენტი არის სუვერენული საკანონმდებლო ორგანო და პარლამენტი იმისათვის არაა, რომ მხოლოდ იმპლემენტაცია გაუკეთოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს. ასე რომ, ჩვენ ამასთან არანაირი პრობლემა არ გვაქვს”,-აცხადებს მარკერტი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100