სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

აშშ-ს განცხადება კიდევ ერთი გაფრთხილებაა, საბოლოო გაფრთხილება ივანიშვილის სამუდამოდ ჭორვილაში ჩატოვება იქნება, იფრენს მერე აბასთუმანი-ჭორვილა-შუშის სასახლე - გოცირიძე

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადება კიდევ ერთი გაფრთხილებაა, საბოლოო გაფრთხილება ბიძინა ივანიშვილის სამუდამოდ ჭორვილაში ჩატოვება იქნება - იფრენს მერე აბასთუმანი-ჭორვილა-შუშის სასახლე, - ეს განცხადება ჟურნალისტებთან ოპოზიციონერმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ გააკეთა.

გოცირიძის თქმით, საქართველოს აეროპორტების სანქცირება, რაც გამორიცხული არ არის, ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება.

“საქართველოს ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები შემთხვევითი ფაქტი არ არის და ყველაფერი ერთ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. ფრენების აღდგენა და რუსეთის მიერ სავიზო რეჟიმის გაუქმება ეს ერთი საკითხია. იგივეა საქართველოში ლავროვის შვილის ჩამოსვლა, რადგან თავი არხეინად იგრძნეს და ჩათვალეს, რომ საქართველო მთლიანად მათი გავლენის ქვეშ არის მოქცეული. იგივეა ბორანის გახსნა ნოვოროსიისკში და ასე შემდეგ.

ეს არის საკითხების მთელი კომპლექსი, რომელიც იწვევს უდიდეს შეშფოთებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე საერთაშორისო პარტნიორებში. საქართველომ დასავლეთს ზურგი აქცია და რუსეთისაკენ მიექანება. ეს მთავრობა ქვეყანას დიდ უბედურებას მოუტანს - ერთ-ერთი ასეთი ჩვენი აეროპორტების ბლოკირება შეიძლება იყოს“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100