სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასტიკი მკვლელობა ხელვაჩაურში - რა მოხდა სოფელ კიბეში?

სასტიკი მკვლელობა ხელვაჩაურში - სოფელ კიბეში ამბობენ, რომ 35 წლის კაცმა საკუთარი ძმა აფექტის მდგომარეობაში მოკლა. ადგილობრივების თქმით, მომხდარი სავარაუდოდ, წარსულში არსებულ უთანხმოებას უკავშირდება.

ირკვევა, რომ ახალგაზრდა კაცმა, 30 წლის ძმას სანადირო თოფიდან ტყვია მშობლების თვალწინ ესროლა. ადგილობრივების თქმით, 35 წლის კაცს მიმალვა არ უცდია და პოლიციას თავად ჩაბარდა.

ლორთქიფანიძეების სახლში პოლიცია ამ დრომდე მუშაობს, სამართალდამცავებმა მოკლულისა და დაკავებულის მშობლები უკვე გამოჰკითხეს. გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

დაკავებული კი ბრალის წარდგენის მოლოდინშია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100