სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ჯანმრთელადაა და დღეს სამების ტაძარში წირვას აღავლენს

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ თავს კარგად გრძნობს. ბერლინის კლინიკაში, სადაც პატრიარქს გეგმიური გამოკვლევები ჩაუტარდა, მედიკოსებმა დაასკვნეს, რომ საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობლის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. სწორედ ამ კლინიკაში, ცოტა ხნის წინ, პატრიარქს გულთან დაკავშირებული ქირურგიული მანიპულაცია ჩაუტარდა. იანვრის ბოლოს ექიმები პატრიარქს თვითონ დაუკავშირდნენ და ბერლინში ჩასვლა სთხოვეს.

უწმინდესი და უნეტარესი საქართველოში გუშინ დაბრუნდა. აეროპორტში მას სხვადასხვა იერარქიის სასულიერო პირები და მრევლის ნაწილი დახვდა. პატრიარქი აეროპორტიდან პირდაპირ სამების საკათედრო ტაძარში გაემგზავრა, სადაც მას ასევე ელოდა მრევლი. პატრიარქმა მრევლისთვის იქადაგა და აღნიშნა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა:

„მე ვესაუბრე ექიმებს, რომლებმაც დამაიმედეს, რომ ყველაფერი კარგად იქნება. გმადლობთ თქვენ იმისთვის, რომ ლოცულობდით ჩემთვის“, - ამ სიტყვებით დაიწყო ქადაგება პატრიარქმა, მერე კი აღნიშნა, რომ საქართველოს ვერცერთი სხვა ქვეყანა ვერ შეედრება. მისი თქმით, ის გერმანიაში შეხვდა ქართველებს, რომლებსაც სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდა.

წირვა-ლოცვა სამების საკათედრო ტაძარში რამდენიმე წუთში დაიწყება, რის შემდეგაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი იქადაგებს.

შეგახსენებთ, რომ პატრიარქი გერმანიაში 22 იანვარს გაემგზავრა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100