სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ ივანიშვილისგან 250 000 ლარი მიიღო

კონტროლის პალატამ „რესპუბლიკურ ინსტიტუტს“ ფინანსური ანგარიშბრუნვის წარდგენა მოსთოვა და დღეს ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა აღნიშნული დოკუმენტი გამოაქვეყნა.

როგორც ირკვევა „რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ ბიზნესმენ ბიძინა ივანიშვილისაგან 19 დეკემბერს, 250 000 ლარი მიიღო, რაც ძირითადად ხელფასებში დაიხარჯა.

გავრცელებული დოკუმენტების მიხედვით ირკვევა, რომ გადარიცხული თანხიდან დავით ზურაბიშვილმა 11760 ლარი მიიღო ხელფასის სახით, თინათინ ხიდაშელმა 13060 საიდანაც სახელფასო თანხას 11520 ლარი წარმოადგენს, ივლიანე ხაინდრავამ 15520 ლარი, ხოლო ლევან ბერძენიშვილმა 23101 ლარი.

ნათია მოგელაძის განცხადებით, კონტროლის პალატამ ორ სამეწარმეო იურიდიულ პირს მოსთოვა ანგარიშები, ესენი არიან: „ახალი თაობა ახალ ინივიატივა“ და „რესპუბლიკურ ისტიტუტს“, რომლებმაც მოთხოვნილ ვადაში წარმოადგინეს დოკუმენტი.

მოგელაძის ინფპორმაციით, „ახალი თაობა ახალ ინიციატივას მიღებული აქვს ორი გრანტი, რომელიც წარმოდგენილ დოკუმენტებში ზუსტად არის გაწერილი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100