ამერიკული ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ ორმუზის სრუტის გავლით არაბეთის ზღვაში შევიდა

აშშ-ს სამხედრო-საზღვაო ფლოტის ერთ-ერთი ფლაგმანი, ავიამზიდი „აბრაამ ლინკოლნი“ ორმუზის სრუტის გავლით არაბეთის ზღვაში შევიდა, - ინფორმაციას ამის შესახებ მსოფლიოს წამყვანი მედიასაშუალებები ავრცელებენ. რამდენიმე წუთის წინ ეს ცნობა რუსულ საინფორმაციო საშუალებებშიც გავრცელდა.

მედიის ცნობით, ამერიკულმა ავიამზიდმა ირანის ტერიტორიულ წყლებტან უშუალო სიახლოვეს ჩაიარა. ვრცელდება ცნობა, რომ ერთ მომენტში სამხედრო ხომალდებთან (ავიამზიდს ორი კრეისერი აცილებს) დიდი სიჩქარით დაიწყო მიახლოება ირანულმა საპატრულო კატარღამ, თუმცა, მან მალევე გადაუხვია განზე.

კომენტარი