ირაკლი ალასანიას მომხრეების დაკავების შესახებ შსს-მ განცხადება გაავრცელა

2012 წლის 16 თებერვალს შსს შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველოს გორის რაიონული სამმართველოს პოლიციის პირველ განყოფილებაში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე დანაშაულით გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლით.

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილი იქნა შემდეგი: მიმდინარე წლის 16 თებერვალს სოფელ მერეთში მცხოვრებმა 1992 წ.დ. აკაკი კონსტანტინეს ძე ელიაშვილმა, 1990 წ.დ. ელგუჯა გოდერძის ძე მახარაშვილმა და 1991 წ.დ. ჯაბა ბეგლარის ძე ელიაშვილმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს გორის რაიონის სოფელ კოშკაში მცხოვრებ 1987 წ.დ. გიორგი გლახაშვილს, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი სახის და თავის არეში მიყენებული მძიმე ტრამვებით გადაყვანილი იქნა ქ.გორის სამხედრო ჰოსპიტალში.

აღსანიშნავია, რომ გლახაშვილის ცემის ფაქტს შეესწრო 1994 წელს დაბადებული მერაბ გუგუტიშვილი რომელიც შეეცადა გაეშველებინა მოჩხუბრები, ამ დროს აკაკი ელიაშვილმა, ჯაბა ელიაშვილმა და ელგუჯა მახარაშვილმა მისი მისამართითაც გამოიჩინეს აგრესია, მიაყენეს მას ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა, ცემისას წააქციეს მიწაზე და დაუწყეს წიხლებით ცემა, რა დროსაც მერაბ გუგუტიშვილმა დაკარგა გონება.

2012 წლის 17 თებრვალს აღნიშნული დანაშაულის ჩამდენი პირები - აკაკი ელიაშვილი, ელგუჯა მახარაშვილი და ჯაბა ელიაშვილი დაკავებულნი იქნენ ბრალდებულის სახით საქართველოს სსკ-ის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.

დაკავებულთაგან ჯაბა ელიაშვილი, 2009 წელს ნასამართლევია ს.ს.კ.-ის 236 მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა) და მას შეფარდებული ჰქონდა 3 წლით პირობითი მსჯავრი.

ინფორმაცია და ვიდეო გამოქვეყნებულია შსს-ს ვებ-გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულები ირაკლი ალასანიას მხარდამჭერები არიან და მან ცოტა ხნის წინ გააკეთა განცხადება, სადაც ხელისუფლებას დაკავებულთა გათავისუფლება მოსთხოვა.

კომენტარი