სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

იშვიათი ფოტოები: საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მდინარე იორდანეში

როგორც ცნობილია, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი სმე-ს დელეგაციასთან ერთად ისრაელში იმყოფეოდა. პატრიარქი დელეგაციასთან ერთად იორდანიის საზღვართან, მაცხოვრის ნათლისღების ადგილზე გაემგზავრა და მდინარე იორდანესთან ილოცა. საქართველოს პატრიარქი წმინდა მდინარეშიც შევიდა.

პატრიარქი იორდანიის მეფესაც შეხვდა. ვიზიტის დროს სხვა ოფიციალური და არაოფიციალური შეხვედრებიც შედგა. დელეგაციამ წმინდა ილია წინასწარმეტყველის ცად ამაღლების ადგილიც მოილოცა.

25 თებერვალს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია საქართველოში დაბრუნდა. სამების საკათედრო ტაძარში შეკრებილ მრევლს საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქმა განუცხადა, რომ "მსგავსი შედეგიანი ვიზიტი ჯერ არ ყოფილა".

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100