სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კონტროლის პალატამ „ქართული ოცნება“ 200 ათასი ლარით დააჯარიმა

კონტროლის პალატამ „ქართული ოცნება“ 200 ათასი ლარით დააჯარიმა. ამის შესახებ ბრიფინგი დღეს კონტროლის პალატაში, პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ნათია მოგელაძემ გამართა.

კონტროლის პალატამ გასულ კვირას გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ივანიშვილის კუთვნილი კომპანია „ქართუ მშენებელში" მომუშავე პირზე ნუგზარ ხუციშვილზე გაიცა უჩვეულოდ მაღალი პრემია, რომლის ნაწილიც შემოწირულობის სახით "ქართული ოცნების" ანგარიშზე ჩაირიცხა.

კერძოდ, 2012 წლის 6 თებერვალს ნუგზარ ხუციშვილმა კომპანია შპს "ქართუ მშენებელიდან" პრემიის სახით მიიღო „უჩვეულოდ დიდი თანხა“ 40 ათასი ლარი, რაც, მოგელაძის ინფორმაციით, მის ოთხი წლის ხელფასს შეადგენს. ხუციშვილმა პრემიის ნაწილი, 20 ათასი ლარი, მიღებიდან სამ დღეში, „ქართულ ოცნებას" გადაურიცხა.

მოგელაძე ამბობს, რომ ეს არის კანონით დადგენილი შეზღუდვებისთვის გვერდის ასავლელად შემოწირულობის სხვა პირის მეშვეობით განხორციელების ფაქტი, და, კანონის შესაბამისად, შემოწირულობა სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაირიცხოს, ხოლო სამართალდამრღვევ პირს სანქციები უნდა დაუწესდეს.

„ქართულმა ოცნებამ“ „უკანონო“ უწოდა პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ხელმძღვანლის განცხადებას და მის შესრულებაზე უარი განაცხადა. სწორედ ამიტომ, კონტროლის პალატამ არამარტო „ქართული ოცნება“, არამედ 200-ლარიანი ჯარიმა ნუგზარ ხუციშვილსა და „ქართუ მშენებელსაც“ დაუწესა. ხუციშვილის მიერ "ქართული ოცნებისთვის" გადარიცხული 20 ათასი ლარი კი ბიუჯეტში გადაირიცხება.

როგორც "ტრიბუნას" "ქართული ოცნების" ადვოკატთა ჯგუფის წარმომადგენელმა ზაქარია ქუცნაშვილმა განუცხადა, "ქართული ოცნება" რამდენიმე წუთში საპასუხო განცხადებას გაავრცელებს.

წყარო

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100