საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მილიტარიზაციამ ევროკავშირი შეაშფოთა

ევროკავშირი რუსეთს საერთაშორისო ხელშეკრულებებით აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს, - ნათქვამია ევროკავშირის რეზოლუციაში, რომელიც ორგანიზაციის 27 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მიიღეს.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და გამოხატავს შეშფოთებას მის ოკუპირებულ რეგიონებში - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში მიმდინარე მილიტარიზაციის გამო.

განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოსა და 8 სექტემბრის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რომელიც ასევე ითვალისწინებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შეშვებას ოკუპირებულ რეგიონებში.

კომენტარი