სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლუიზა შაკიაშვილი გარდაიცვალა

ავადმყოფობის შემდეგ, 70 წლის ასაკაში გარდაიცვალა ლუიზა შაკიაშვილი.

ლუიზა შაკიაშვილი 1942 წელს, ბოდბეში დაიბადა. 60-იან წლებში საქართველოს ტელევიზიაში მუშაობდა, იყო რეჟისორი.

ლუიზა შაკიაშვილმა მონაწილეობა მიიღო ზვიად გამსახურდიას კანონიერი ხელისუფლების დამხობის შემდეგ სახელმწიფო საბჭოს მიერ დანიშნულ საპარლამენტო არჩევნებში, რომლის შედეგადაც 1992 წლის შემოდგომაზე პარლამენტის წევრი გახდა.

ლუიზა შაკიაშვილი სახელმწიფო საბჭოს წევრი იყო, რომელმაც 1992 წლის თებერვლიდან საპარლამენტო არჩევნებამდე იარსება.

1983 წელს ის მიტინგის მოწყობის გამო დააკავეს და 2 წელი ციხეში გაატარა.

ქალბატონი ლუიზა ბოლო პერიოდში ავადმყოფობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100