სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მოსკოვში კრემლის შემოგარენი ფრონტის ხაზს დაემსგავსა

მოსკოვის ცენტრში უპრეცენდენტო რაოდენობის პოლიციელია მობილიზებული: კრემლის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც 20.00 საათის შემდეგ ოპოზიცია არჩევნების დროს გამოვლენილი დარღვევების გაპროტესტებას აპირებს, მილიციის საგანგებო დანიშნულების რაზმების წევრთა კოლონა არ წყდება. კრემლის თავზე რუსეთის შსს-ს ვერტმფრენებიც დაფრინავენ.

სულ ცოტა ხნის წინ გავრცელდა კადრები, სადაც აღწერილია, როგორ მიემართებიან მწყობრად დაწყობილი პოლიციელები წითელი მოედნისკენ. იქვე მდგარ ავტომანქანებში სპეცდანიშნულების რაზმების კუთვნილი თუნუქის ფარები, რეზინის ხელკეტები და სხვა აღჭურვილობაა ჩალაგებული, მობილიზებულია ჯავშანტექნიკაც.

ჯავშანტექნიკა და სპეცრაზმელები, სხვა სატრანსპორტო საშუალებები წითელ მოედანზე ჯერ არ ჩანან - ისინი მიმდებარე ქუჩებზე განათავსეს, რომლებიც საგულდაგულოდ ჩაკეტილია. ძალოვნებს მობილიზებული აქვთ სპეციალური მანქანებიც, რომლებშიც დამონტაჟებულია ფიჭური კავშირგაბმულობის საშუალებების ჩამხშობი აპარატურა.

ყველაფრიდან ჩანს, რომ მოსკოვი ცხელი საღამოსთვის ემზადება.

ამომრჩეველთა ნაწილი და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არჩევნების მასობრივ ფალსიფიკაციებზე და ამ კუთხით ე.წ. კარუსელების აქტიურად გამოყენებაზე საუბრობენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100