სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეკა ხვედელიძე-ივანიშვილის ტელევიზიაში საკადრო წმენდა ჩატარდა

5 მარტს, 11 საათზე ბიძინა ივანიშვილის პრესმდივანი, მაია ფანჯიკიძე ტრადიციულ ბრიფინგს მოაწყობს და პოლიტიკური პროცესების გარდა, „ეკატერინე ხვედელიძე-ივანიშვილის ტელევიზიაში განხორციელებული საკადრო ცვლილებების შესახებ ისაუბრებს“, - ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ჯეონიუსი“ იუწყება.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ორი თვის წინ ჯერარგახსნილი ტელევიზიის დირექტორად დანიშნული ლაშა შონია უკვე გადაყენებულია თანამდებობიდან, თუმცა, ამას „ქართულ ოცნებაშიც“ გულდაგულ მალავენ და არც ლაშა შონია აკეთებს კომენტარს.

„საკადრო "კარუსელი" ამჯერად ტელევიზიის ირგვლივ დატრიალდა, რაზეც, ხვალინდელ ბრიფინგზე ბიძინა ივანიშვილის პრესსპიკერი მაია ფანჯიკიძე "შელამაზებულად" და აუღელვებლად ისაუბრებს.

"ჯეონიუსის" ინფორმაციით, ტელევიზიის "ძველი" შემადგენლობის გადაყენებისა თუ "ჩამოლაბორანტების" მიზეზი აპარატურის პრობლემები და მოსამზადებელი სამუშაოს დროში გაწელვის ფაქტორი გამხდარა.“ - წერს „ჯეონიუსი“.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100