სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„პრაიმტაიმნიუსი“: „მეცხრე არხის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსი ვაკო ავალიანი გახდა

"მეცხრე არხის" საინფორმაციო სამსახურის უფროსი გოჩა ხუნდაძე თანამდებობიდან გათავისუფლებულია. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გავრცელდა.

თავად ხუნდაძე ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას არ ფლობს.

"ზუსტად ამ წუთებში დავგეგმე საინფორმაციო გამოშვება. რა მოხდება ამის შემდეგ ნამდვილად არ ვიცი" - განუცხადა primetimenews-ს ხუნდაძემ.

როგორც primetimenews-ისთვის გახდა ცნობილი, ივანიშვილის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსად ირაკლი ალასანიას პრესმდივანი ვაკო ავალიანი დაინიშნება, თუმცა ავალიანი ამ ინფორმაციას ჯერ-ჯერობით არ ადასტურებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100