სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

არჩევნებში გამარჯვება ვლადიმირ პუტინს ანგელა მერკელმა მიულოცა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერმა, ანგელა მერკელმა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. "რია ნოვოსტის" ცნობით, ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განუცხადა.

პესკოვის ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინს ანგელა მერკელი ტელეფონით ესაუბრა. მილოცვა გამარჯვებულმა კანდიდატმა ავღანეთის პრეზიდენტ, ჰამიდ კარზაისგანაც მიიღო.

დღესვე, არჩევნებში გამარჯვება პუტინს მიულოცეს დსთ-ს ქვეყნების, აზერბაიჯანის, ყირგიზეთის, ბელორუსის, სომხეთის, ჩინეთის, ტაჯიკეთის, ვენესუელის და უკრაინის პრეზიდენტებმა.

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, პუტინმა მილოცვები მიიღო უკრაინის პრემიერ მინისტრ, ნიკოლაი აზაროვისა და იაპონიის პრემიერ, იოსიხიკო ნოდასგანაც. - (ინტერპრესნიუსი).

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100