სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეუფე სერაფიმმა მრევლს 9 მაისს ქერჩში, „სამშობლოს შეწირულთა“ საფლავებთან ლოცვისკენ მოუწოდა

„ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში ბორჯომისა და ბაკურიანის ეპარქიის მღვდელმთავარმა, მიტროპოლიტმა სერაფიმმა ქართველებს 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ქერჩში გამგზავრებისა და „სამშობლოსთვის შეწირული თნამემამულეების საფლავების მოლოცვისკენ“ მოუწოდა:

“მოვუწოდებ ყველას, 9 მაისს, ფაშიზმზე გამარჯვების დღეს, ქერჩში გავემგზავროთ და სამშობლოსთვის შეწირული თანამემამულეების საფლავები მოვილოცოთ”, - განაცხადა მან.

ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტის მეუფე სერაფიმის განცხადებით, პატრიარქი არასოდეს მოუწოდებს ხალხს ქუჩაში გამოვიდეს.

როგორც „ობიექტივის“ პირდაპირ ეთერში საუბრისას მეუფემ აღნიშნა, უწმინდესს ხშირად ადანაშაულებენ, რატომ არ ერევა პოლიტიკურ პროცესებში და ხალხს აქციებზე გამოსვლისკენ არ მოუწოდებს:

„ბევრჯერ მსმენია, პატრიარქს ერთი სიტყვა მაინც რომ ეთქვა, ხალხი ქუჩაში გამოვიდოდა და ქვეყანა ასეთ მდგომარეობაში აღარ იქნებოდაო. აქციაზე გამოსვლისკენ მოწოდება ერის გახლეჩვისკენ მოწოდებას ნიშნავს. ერის სულიერი მამა და ისეთი დიდი ადამიანი, როგორიც ჩვენი უწმინდესია, ამას არ დაუშვებს, ამიტომ პატრიარქისგან ამას ნუ ელით“, - აღნიშნა მან „ობიექტივის“ ეთერში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100